დავალება 1
ათონის ივერთა მონასტერი ძალიან მომეწონა თემა, ათონის ივერთა მონასტერი, ვიფქრობ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემა იქნება ბავშვებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ილუსტრირებულ ნაწილზე, ასევე გვაქვს საშუალება ვიდეოც ვნახო, ჩემი აზრით ეს ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბავშვები ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს და ყურადღებას უთმობენ სურათებს და ვიდეოს .დავალება 2
პედაგოგის
განვითარება ICT–ის
გამოყენებით და მის გარეშე
მასწავლებელი ყოველთვის უნდა ფიქრობდეს, რომ ყოველდღიურად
შეიტანოს გაკვეთილზე სიახლეები, განავითაროს როგორც მოსწავლეების, ასევე თავისი უნარები
ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, დაგეგმოს გაკვეთილი საჭიროებების და მოთხოვნილებების
შესაბამისად და გამოიყენოს ინფორმაციული და
საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ინტენსიურად, რადგან იგი ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების
დამყარებას, შემოქმედების და ინოვაციის განვითარებას, ბავშვების წახალისებას, ინტერესის
გაღრმავებას საგნებისადმი, ვიზუალური მეხსიერების განვითარებას, ეროვნული სასწავლო
გიგმით გათვალისწინებული უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებს და ბავშვთა მოტივაციის ამაღლებას.
არასოდეს მიყვარდა ქიმიის გაკვეთილი, ყოველთვის
მოსაწყენად და უინტერესოდ მეჩვენებოდა, ჩემს სკოლას არ ქონდა ქიმიის კაბინეტი სადაც
შევძლებდით ცდების ჩატარებას, მასწავლებელიც ყოველთვის მხოლოდ თეორიული მასალით შემოიფარგებლოდა,
დღევანდელ დღეს მასწავლებელს აქვს საუშუალება, იმ შემთხვევასიც თუ არ აქვს ქიმიის კარგად
აღჭურვილი კაბინეტი, შეუძლია გაკვეთილი გაამდიდროს
თვალსაჩინოებებით, აჩვენოს ცდის ვიდეოები,
ცდისთვის საჭირო აუცილებელი ხელსაწყოები რათა დააინტერესოს მოსწავლეები, შედეგად მივიღებთ
ეფექტურ გაკვეთილს და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილ ბავშვებს.
პედაგოგის თვითგანვითარებითვის
აუცილებელია ყოველი ჩატარებული გაკვეთილის შემდეგ გააანალიზოს, შეაჯამოს და კრიტიკულად
შეაფასოს თავისი თავი, აღმოაჩინოს შეცდომები და შეეცადოს მის გამოსწორებას. გამოიყენეოს
ინფრომაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგობიები, რათა მიაღწიოს დადებით შედეგს და სწავლება
გახადოს საინტერესო.
პედაგოგს დიდი შანსი აქვს მიაგწიოს დიდი წარმატებას,
ყველაფერი კეთდება რათა სკოლებში დაინერგოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
და ბავშვები ჩართულინი იყვნენ სწავლება– სწავლის
პროცესში, ძველად თითქოს ერთი შეხედვით უინტერესო საგნები, ახალი ტექნოლოგიების დახმარებით
საინტერესო და გასაგები ხდება, დიდი ყურადგებას
აქცევს სახლემწიფო მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგებს, რაც კიდევ უფრო დიდ სტიმულს
აძლევს მათ ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს.
სოფიკო კაკაურიძე
დავალება 2
ექსკურსიის როლი ქართული ლიტერატურის სწავლებაში
სკოლის გარეთ მუშაობის ფორმათა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა
აქვს ლიტერატურულ ექსკურსიას. ექსკურსია რომელიც
დაკავშირებულია მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან, დიდ სიხარულს იქვევს მოსწავლეებში. იგი აფართოებს მოსწავლის წარმოდგენებს და ზოგ შემთხვევაში
სრულიად ახალ ცოდნასაც შეძენს მათ, ამიტომ ექსკურსიის მომზადებულად და მიზანდასახულად
ჩატარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ჩემი აზრით ლიტერატურაში განსაკუთრებული მნიშვნელობა
აქვს, ექსკურსიას რომელიც მიეძღვნება მწერლის ბიოგრაფიული ცნობების ღრმად და საფუძვლიანად შესწავლას. ამ მხრივ მიმზიდველად
გამოიყურება ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია. ბავშვებს აინტერესებთ სად ცხოვრობდა, როგორ
გარემოში გაიზარდა, სად მოკლეს, როგორ მოკლეს, რამდენად სწორია ჭორები რომელიც დიდხანს
ვრცელდებოდა საზოგადოებაში, თითქოს ილია დესპოტი იყო და გლეხებს წყალს არ აძლევდა.
ქართული ენისას და ლიტერატურის VI კლასის ეროვნული
სასწავლო გეგმიდან გამომდინარე გადავწყვიტე
მოვაწყო ექსკურსია საგურამოში. ICT – ის გამოყენებით ვგეგმავ ექსკურსიას, რომელის მიზანია
ილია ჭავჭავაძის ცხვრებაზე კიდევ უფრო მეტი ინფორმცია მიიღონ ბავშვებმა.
ექსკურსიის მიზანია ბავშვებმა მოინახულონ ილია ჭავჭავაძის
სახლ–მუზეუმი საგურამოში, ის ადგილები სადაც ილია სიცოცხლეს გამოასალმეს და გაესაუბრონ
სოფლის უხუცესებს. გაიგონ და ჩაიწერონ მათთვის
საინტერესო ცნობები. ექსკურსიის დასრულების შემდეგ მოსწავლემ უნდა შეძლოს ჩემს მიერ მიცემული წერითი დავალებისას გამოიყენოს
ექსკურსიიდან მირებული პიროვნული და შემოქმედებითი
გამოცდილება. შეძლოს საკუთარი აზრის გამოხატვა და მისი დასაბუთება. (ესგ–ქართ. VI. 14)
იმისათვის რომ ექსკურსია შედეგიან გამოვიდეს, აუცილებელია
საქმის კურსში ჩავაყენოთ სკოლის დირექცია, მშობლები და გადავანაწილოდ ფუნქციები.
სკოლა უზრუნველყოფილია ავტობუსით. ექსკურსიაზე წასვლამდე
ერთი დღით ადრე კიდევ გადავამოწმებ ვართ თუ არა მზად წასასვლელად. (საუზმე, მუზეუმში
შესასვლელი ბილეთების ფული).
ექსკურსია
თბილისი–საგურამო
დასაწყისი
|
8სთ. 25/04/2013
|
დასასრული
|
20 სთ. 25/04/2013
|
მოსწავლეთა რაოდენო
|
25
|
კლასის ხელმძღვანელი
|
1
|
მშობელი
|
5
|
ექსკურსიას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა სასწავლო საგანმანათლებლო დონის
ამაღლებაში, ასევე დიდ როლს თამშობს ბავშვთა
ურთიერთგაცნობისა და დამეგობრების საკითხში. ჩემი აზრით მასწავლებელი ყოველთვის დიდ ყურურადღებით
უნდა ეკიდებოდეს ექსკურსიას, აუცილებელია ჩატარდეს სასწავლო წლის განმავლობაში 2–ჯერ
მაინც და ის იყოს მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებისთვის.
სოფიკო კაკაურიძე
დავალება 3
სოციოლოგიური კვლევა
რა ასოციაციას იწვევს ადამიანებში შოკოლოადი
ჩავატარეთ კვლევა, რომლის მიზანი იყო დაახლოებით 20 წუთში გამოგვეკითხა უნივერისტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები, რათა გაგვერკვია რა ასოციაციას იწვევს შოკოლადი ადამიანებში.
დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გამოვკითხეთ 40 ადამიანი, მათ შორის, 20 ბიჭი და 20 გოგო.
დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გამოვკითხეთ 40 ადამიანი, მათ შორის, 20 ბიჭი და 20 გოგო.
No comments:
Post a Comment